კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ვახტანგ კალოიანი: ერთადერთი ეფექტური იარაღი COVID-19-თან საბრძოლველად სოციალური დისტანციაა

1TV.GE

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ზიარებისას ერთი კოვზის გამოყენება ცალსახად ზრდის კორონავირუსის გავრცელების რისკს.

კალოიანი თქმით, COVID-19-თან საბრზოლველად ერთადერთი ყველაზე რეალური და ეფექტური იარაღი სოციალური დისტანცირებაა, რისი დაცვაც სავალდებულოა, როგორც ყველა სპეციალობის, ისე ყველა აღმსარებლობის, ყველა პოლიტიკური შეხედულებისა თუ პროფესიის ადამიანისთვის, - "ამიტომ მისი ყოველი დარღვევა და აქედან გადახვევა, შეიძლება ტრაგიკული აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის".

"მე ვურჩევ პაციენტებსაც და ყველას, რომ თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, იქნება ეს წირვა-ლოცვა, რესტორანი, მაღაზია... მასობრივი თავშეყრის ადგილებში მისვლა ძალიან ზრდის ვირუსის გავცელების რისკს", - ასე პასუხობს კულუმბეგოვი ტაბულას კითხვას, არსებობს თუ არა ტაძარში მსახურებისას, სადაც ათეულობით, ხანდახან კი ასეულობით ადამიანი იკრობება, კორონავირუსის გადადების რისკი და უნდა წავიდნენ თუ არა ადამიანები მსახურებაზე ამ რისკების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვის მიუხედავად, დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა მაინც ჩატარდა.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა - "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

ცნობისთვის, 20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა.

კომენტარები