კორონავირუსი

პრესსამსახური: კორონავირუსის გამო ორბელიანების სასახლეში ღონისძიებები დროებით გაუქმდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორამციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 მარტიდან 16 მარტამდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეების მიღებას ზღუდავს. 

ორბელიანების სასახლეში 7 მარტიდან 11 მარტამდე ოფიციალური ღონისძიებები არ ჩატარდება. ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები.

"აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ამ დროისთვის, საქართველოში დაავადების 12 შემთხვევაა დადასტურებული - აქედან ცხრა ირანსა და იტალიაში მყოფი პირია, ხოლო სამი - იტალიაში მყოფთან კონტაქტში მყოფი ადამიანი. მათ შორის, კორონავირუსი დაუდგინდა გამყრელიძის შვილს, რომელსაც ინფექცია იტალიიდან ჩამოსული თანამშრომლისგან გადაედო. მისი კონტაქტები ამ დროისთვის თვითიზოლაციაში არიან.

კომენტარები