ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საპატიმროში გადაიყვანეს

Getty Images

ჰარვი ვაინშტაინი გულის ოპერაციის გაკეთების შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ძალადობაში მხილებულმა ცნობილმა პროდიუსერმა, ოთხშაბათს, ნიუ-იორკში გულის ოპერაცია გაიკეთა. საავამდყოფოდან ის პირდაპირ რაიკერის კუნძულზე მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს.

წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაინშტაინი საბოლოო განაჩენს დაელოდება, რომელიც 11 მარტს გამოცხადდება და 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს.

---

25 თებერვალს, ჰარვი ვაინშტაინს ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუტმკიცა.

პროდიუსერს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა, რომლის მიხედვითაც 2006 წელს მას ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია ვინ იყო მომჩივანი, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 2013 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ამის შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს გარშემო მყოფი ქალები წერდნენ სექსუალური შევიწროების გამოცდილებებზე.

კომენტარები