მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცრებულთა რიცხვი 86 993-ს აღწევს, აქედან გარდაცვლილი 2 979 ადამიანია, ხოლო გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 42 351 შეადგინა.
CNN-ის ინფორმაციით, დაინფიცირებული, გარდაცვლილი და გამოჯანმრთელებული პაციენტების უდიდესი წილი ჩინეთზე მოდის.
- ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში - 79 824 ადამიანი
- გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთში - 2 870 ადამიანი
- გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჩინეთში - 41 625 ადამიანი
უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში, განსაკუთრებით კი ხუბეის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 573 შემთხვევა და 35 გარდაცვალება დაფიქსირდა.
ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა სამხრეთ კორეაში, იტალიაში და ირანში ფიქსირდება.