მერაბიშვილის გათავისუფლება

ვაშაძე მერაბიშვილსა და ენმ-ზე: შემდეგ მკითხეთ, ბებიას ერთი რაღაც რომ ქონდეს, ბაბუა იქნებოდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს მისთვის პარტიაში გაწევრიანების თაობაზე არ მიუმართავს. 

„ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“.

ხოლო რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა ენმ-ის კარი ღია ყოფილი პრემიერისთვის, ვაშაძე პასუხობს:

"ბებიას ერთი რაღაც რომ ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა. იმაზე ნუ მელაპარაკებით, რაც რეალობაში არ არის. როცა რეალობა იქნება, კითხვები შემდეგ დამისვით. ჩემთან არანაირი კონტაქტი, არავითარი ზარი, თხოვნა, ან აზრის გაზიარება და გეგმის დასახვა არ ყოფილა." - ამბობს ვაშაძე. ვაშაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. 

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან მიმდინარე წლის 20 თებერვალს გათავისუფლდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ რომელ პარტიაში გაწევრიანდება. 

კომენტარები