ვანო მერაბიშვილის საქმე

კახიძე: ნეიტრალური არბიტრების შეფასებით, მერაბიშვილის პატიმრობა პოლიტ.მოტივირებული იყო

ივანიშვილისვე მოწვეულმა ეუთო/ოდირის სასამართლო მონიტორებმა, რომლებიც სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ, შეადგინეს საკმაოდ სრულფასოვანი დასკვნა, 2014 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ეს დასკვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პირველი განაჩენი, რომელიც მერაბიშვილს მიუსაჯეს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, იყო დაუსაბუთებელი. ასევე, შეგვიძლია მოვიშველიოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა რომ მერაბიშვილის პატიმრობას ხელისუფლება იყენებდა უკანონო მიზნებისთვის და მიზანი პარტიის თავმჯდომარეზე ინფორმაციის მიღება იყო და მესამე, ასევე მნიშვნელოვანი და ობიექტური მტკიცებულება, ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვისას შეაფასა ის სისხლის სამართლის საქმე, რომლისთვისაც მერაბიშვილმა მოიხადა 7 წლიანი სასჯელი და თქვა, რომ პოლიტიკურად არის მოტივირებული. ამიტომ, მე რას ვიტყვი ერთია და ივანიშვილის პროკურატურა მეორე. ჩვენ მხარეები ვართ, მაგრამ ნეიტრალურმა არბიტრებმა შეაფასეს ეს საქმეები და ეს საქმეები არ არის მტკიცებულებებით გამაგრებული

თქვა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ, შს ყოფილ მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე. მერაბიშვილმა საპატიმრო, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა, დღეს, 20 თებერვალს დატოვა.

კომენტარები