ნაბიჯების გადადგმას რაც შეეხება, ეს არის უფრო ხშირი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან [ევროპარლამენტარებთან]. იმიტომ, რომ განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის ზედაპირული განცხადებები. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ამ ადამიანებს ბევრ საკითხში ჰქონდათ არასწორი ინფორმაციები, ცალმხრივად მიღებული ინფორმაციები, რაც ძალიან ცუდია
tbl.ge/4g68
დაკოპირდა

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ, ამის შესახებ იმედის ეთერში ისაუბრა. წამყვანის შეკითხვა ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რეზოლუციის ჩაგდებას შეეხებოდა, რომელსაც ევროპარლამენტარებმა მხარი არ დაუჭირეს. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან თქვა, რომ ამდენი შეხვედრის შემდეგ, მათ ქართულ ოცნებას "ვერაფრით გააგებინეს, რა ვითარებაა".
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




