გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: 2019 წლიდან განვითარებული მოვლენები ქვეყანაში რუსულ გავლენას აძლიერებს

როდესაც 2019 წლის ზაფხულიდან ფაქტობრივად ახალი ტიპის პოლიტიკური რეალობა მივიღეთ, როცა ქუჩაში ხდება ადამიანების დარბევა, დაზიანება, შემდეგ ამისთვის ყურადღების არმიქცევა და პასუსიხმგებლობის არაღება, არამედ, პირიქით, ვინც ეს ჩაიდინა, მისი გაპრემიერება. შემდეგ ყველაზე დიდი დაპირების შეუსრულებლობა, შემდეგ გვესმის ყველაზე დიდი კრიტიკა, რომლის მსგავსიც ჩვენ არ გვახსოვს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, როცა ეს ვექტორი გრძელდება, ანუ დაპატიმრებები, შანტაჟი, ყველა პოლიტიკოსზე საქმის აღძვრა, ბიზნესის და მედიის შეზღუდვა და რაც მთავარია, დასავლეთისთვის იმის თქმა, რომ თქვენ არაფერი გესმით, დასავლური ვექტორის საქართველოდან გაწევა, ეს, ზიარი ჭურჭლის მსგავსად, ავტომატურად, საქართველოში რუსულ გავლენას აძლიერებს.

თქვა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს და ოპოზიციას შეუერთდება.

კომენტარები