Disney

კომპანიამ Disney სკოლას, რომელშიც Lion King-ის ჩვენება გაიმართა, 250 ათასი დოლარი მოსთხოვა

ტაბულა

დისნეის სახელით, კომპანიამ, რომელიც ლიზენზირებასთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებს და აკონტროლებს,  კალიფორნიაში ემერსონის სკოლას ფილმის Lion King ნებართვის გარეშე საჯარო სივრცეში ჩვენებისთვის 250 ათასი დოლარი მოსთხოვა. 

ფილმის ჩვენება საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში მოეწყო. დისკი, რომელზეც ის ჩაწერილი იყო ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მოიტანა. საღამოზე დასწრების ბილეთი 15 დოლარი ღირდა და ფასში პიცის ნაჭერიც შედიოდა. სკოლამ სულ 800 დოლარი მოაგროვა, ორ თვეში კი დისნეიმ 250 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა, რადგან ნებისმიერ საჯარო ჩვენებას ლიცენზია სჭირდება. 

სკოლამ ფულის მოგროვება დაიწყო და როდესაც ამის შესახებ ინფორმაცია ქსელში გავრცელდა კომპანიის Disney დირექტორი ბობ აიგერი ამ ამბავს გამოეხმურა და სკოლას შეპირდა, რომ თვითონ დაეხმარებოდა და გარკვეულ თანხას გადაუხდიდა მას. 

კომენტარები