რიყის დოქები

მთავრობას "რიყის დოქები" აუქციონზე გააქვს - ფასი 95 მილიონია

რიყის კომპლექსი
flickr.com

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა აუქციონზე გაიტანს ე.წ "რიყის დოქებს".

თურნავას თანახმად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ობიექტი 95 მილიონ ლარად შეაფასა.

"შეფასება, რომელიც გაკეთდა არსებული წესით, არის 95 მილიონი ლარი, რაც, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზეც, რომ თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამის აშენებაში," - ამბობს თურნავა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, "დოქებს" სწორი გამოყენება მოუძებნოს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა დანიშნულება შეიძლება მოეძებნოს ობიექტს:

"ჩვენ გვინდა, დანიშნულება იპოვოს თვითონ ბიზნესმა, ჩვენ არ ვკარნახობთ, რა დანიშნულება შეიძლება, იყოს".

თურნავა იმედოვნებს, რომ აუქციონი მომავალი კვირიდან დაიწყება.

კომენტარები