კობი ბრაიანტი

NBA: კობი ბრაიანტი დამახსოვრებული იქნება, როგორც ყველაზე შთამაგონებელი ადამიანი

6abc.com

ლეგენდარული კობი ბრაიანტის გარდაცვალებას NBA გაცხადების გამოეხმაურა.

განცხადება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა გამოაქვეყნა და ამ გზით პატივი მიაგო გარდაცვლილ კალათბურთელს.

კობი ბრაიანტმა NBA-ში 20 წლის განმავლობაში - 1996 წლიდან 2016 წლამდე ითამაშა.

"NBA-ს გუნდი განადგურებულია კობი ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალებით.

20 სეზონის განმავლობაში კობიმ გვაჩვენა, რა არის შესაძლებელი, როდესაც შესანიშნავი ტალანტი გამარჯვებისთვის აბსოლუტური თავდადების უნარს ერწყმის. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური მოთამაშე ჩვენი თამაშების ისტორიაში ლეგენდარული მიღწევებით: NBA-ს 5 ჩემპიონობა, 18 ოლ სტარი და ორი ოლიმპიური ოქროს მედალი. თუმცა, ის დამახსოვრებული იქნება, როგორც მსოფლიოში ყველაზე შთამაგონებელი ადამიანი კალათბურთში და საკუთარ უნარებთან საუკეთესოდ შეჯიბრში. ის იყო დიდსულოვანი დაგროვილ სიბრძნესთან ერთად და თავის მისიად ხედავდა, რომ ეს ყველაფერი შემდეგი თაობების კალათბურთელებისთვის გაეზიარებინა, განსაკუთრებით კი თავის სიყვარულს თამაშის მიმართ ჯიანას უზიარებდა.

ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუგზავნით მის ცოლს ვანესას და ოჯახს, ლეიკერსსა და მთლიანად სპორტულ სამყაროს", - წერს ადამ სილვერი.

ბრაიანტი გარდაცვალებას სხვა ადამიანები და კომპანიებიც გამოეხმაურნენ.

---

41 წლის კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი, ჯიანა ბრაიანტი, გუშინ, კალაბასასში ვერტფმრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

ლეგენდარული კალათბურთელი 20 წლის განმავლობაში ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა.

NBA-ში 20-წლიანი კარიერის განმავლობაში კობიმ 18-ჯერ ითამაშა All Star-ი, ყველა ვარსკვლავის მატჩი.

მან ლეიკერსის რიგებში ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიგო.

ასევე, ორჯერ დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ოთხჯერ - ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად.

NBA-ში კობი ბრაიანტმა მთლიანობაში 33 643 ქულა მოიპოვა და ამ სტატისტიკაში მეოთხე ადგილზეა.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი და NBA 2016 წელს დატოვა.

კომენტარები