კობი ბრაიანტი

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას კობი და ჯიჯი ბრაიანტების ძეგლი დადგეს

NBC

ლოს-ანჯელესის მახლობლად კობი და ჯიჯი ბრაიანტების ძეგლი დაიდგა. ქანდაკება იმ ადგილას დგას, სადაც ორი წლის წინ ვერტმფრენი ჩამოვარდა და NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის, მისი არასრულწლოვანი შვილის, ჯიჯი ბრაიანტის და ეკიპაჟის 7 წევრის სიცოცხლე შეიწირა.

ქანდაკების ავტორია დენ მედინა. მოქანდაკემ ძეგლი საკუთარი ინიციატივით დადგა. მედინამ და ბრაინტის სხვა გულშემატკივრებმა 2-კილომეტრიანი მსვლელობა მოაწყვეს და 73-კილოგრამიანი ქანდაკება ავიაკატასტროფის ადგილას მიიტანეს.

ძეგლზე ამოტვიფრულია 9 ადამიანის სახელი, რომელიც ვერტფრენის ჩამოვარდნისას გარდაიცვალა, ასევე წარწერა "გმირები ჩნდებიან და ქრებიან, ლეგენდები მარადიულად არსებობენ".

"ჩემი ინიციატივით გავაკეთე ქანდაკება, არავის უთხოვია. დღეს ზუსტად ორი წელი გავიდა ბრაიანტების გარდაცვალებიდან, ვფიქრობ აქ მოსვლით მათ პატივი მივაგეთ". – ამბობს მედინა.

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა. მან ლეიკერსის რიგებში ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიგო. ასევე, ორჯერ დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ოთხჯერ - ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად. NBA-ში კობი ბრაიანტმა მთლიანობაში 33 643 ქულა მოიპოვა და ამ სტატისტიკაში მეოთხე ადგილზეა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი და NBA 2016 წელს დატოვა.

კომენტარები