კობი ბრაიანტი

გამოძიების აზრით, კობი ბრაიანტის ვერტმფრენის მფრინავმა ნისლში ორიენტაცია დაკარგა

CNN

უსაფრთხოების ეროვნულმა დეპარტამენტმა 2020 წლის იანვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. გამომძიებლების აზრით, მფრინავმა ნისლში ორიენტაცია დაკარგა. ავიაკატასტროფამ ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის, მისი არასრულწლოვანი შვილის, ჯიჯის და სხვა შვიდი მგზავრის სიცოცხლე შეიწირა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მფრინავმა, არა ზობაიანმა ავიაციის კანონი დაარღვია და ვერტფრენის გადაფრენისთვის შეუსაბამო ამინდში აფრინდა. ნისლში ზობაიანმა ორიენტაცია დაკარგა, დაბალი ხილვადობის გამო, მფრინავს ეგონა, რომ ღრუბლების თავზე ადიოდა, რეალურად ვერტმფრენი მიწისკენ მაღალი სიჩქარით მიემართებოდა. 

ბრაიანტი და ზობაიანი მეგობრობდნენ, ის არაერთხელ მომსახურებია კალათბურთელსა და მისი ოჯახს. გამოძიების ვარაუდით, მფრინავს უნდოდა მეგობრისთვის ესიამოვნებინა და სწორედ ამიტომ უგულებელყო ცუდი ამინდი.

"მფრინავისთვის ცუდი ამინდი მოულოდნელობა არ ყოფილა. იგი ასაფრენ ბილიკამდე რამდენიმე წუთის მანძილზე იყო. როგორც ჩანს, ორიენტაციის დაკარგვის შემდეგ მან არ ან ვერ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალებები, ვერ გაიგო ან არ ენდო მოწყობილობების მონაცემებს". – ამბობს მთავარი გამომძიებელი, ბილ ინგლიში.

გამომძიებლები საბოლოო დასკვნას ახლო მომავალში დადებენ.

წყარო: NY Times

კომენტარები