რუსთავი

რუსთავის მერია ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოსაწყობად 910 000 ლარს დახარჯავს

რუსთავის მერია ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოსაწყობად 910 000 ლარს დახარჯავს. ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.

"პროექტი ითვალისწინებს რუსთავში შემოსასვლელთან გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის აღმნიშვნელი ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებას. კერძოდ აღნიშნული ნაგებობა წარმოადგენს სივრცული კონსტრუქციებისგან შედგენილ ნაგებობას. სულ დაიდგმება სხვადასხვა სიგრძისა და სიმაღლის ჩარჩოვანი ელემენტები, ექვსივე ამ ჩარჩოს საძირკველს წარმოადგენს მონოლითური რკინაბეტონის ფილა. ჩარჩოები დამზადებული იქნება დაბალლეგირებული ფოლადისგან, ძირითად მასალას წარმოადგენს ფურცლოვანი ფოლადი და კვადრატული მილები. ფურცლოვანი ფოლადისგან ეწყობა კვადრატული მილები" - წერია დოკუმენტაციაში.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია რუსთავის შესასვლელში ბანერის ელექტროგანათება.

წინადადებების მიღება 30 იანვარს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები