რუსთავი

რუსთავში დაკარგული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან 3 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

კომენტარები