გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუას პროკურატურა ბრალს უმძიმებს

მთავარი არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას პროკურატურა ბრალს უმძიმებს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ რურუას საქმეს დაემატება ახალი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა. 

უწყების განცხადებით, გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა, რომელიც ბრალდებას არ აღიარებს, 18 ნოემბერს, აქციის სპეცრაზმით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. 

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, ის დაკავშირებული იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და მოძრაობას "სირცხვილია" ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. 

მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ. 

კომენტარები