გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუას ცემის საქმე – სამსახურებრივი გულგრილობისთვის ციხის 2 თანამშრომელი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი სამსახურებრივი გულგრილობისთვის დააკავა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შ. მ-მ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლ. გ-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, "რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია".

შ.მ-ს და ლ.გ-ს ბრალად სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ. მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

პოლიტპატიმარ გიორგი რურუას 2 ნოემბერს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თავს დაესხნენ. 

კომენტარები