რუსეთი

პუტინი: რუსეთისთვის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს 4 წლიანი აკრძალვა გაუმართლებელია

Twitter

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილება, რის შედეგადაც რუსეთს 4 წლით საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებში დოპინგის გამო მონაწილეობა ეკრძალება, გაუმართლებელია.

პუტინს მიაჩნია, რომ აკრძალვის გადაწყვეტილება პოლიტიკური და უსამართლო იყო.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთის სპორტი სუფთა იყოს," - ამბობს ის. 

მისი თქმით, აკრძალვა კონკრეტულ პირებს უნდა შეხებოდათ და არა ყველას.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსი სპორტსმენების უმეტესობა სუფთაა - "რატომ უნდა დავსაჯოთ ისინი?"

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება. 

კომიტეტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტო არ შეესებამება პატიოსნების დადგენილ სტანდარტს.

უკვე წლებია, რაც რუსეთთან მიმართებაში დოპინგური სკანდალი გრძელდება. ე.წ. რუსეთის დოპინგის სკანდალის გამო, რუსეთის ოლიმპიური ნაკრებს აეკრძალა მონაწილეობა სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე. 

კომენტარები