საარჩევნო სისტემა

მარგველაშვილი: ამ ტყუილსა და შეურაცხყოფაში ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ, დამიჯერეთ, ეს შეიცვლება

მე ვუყურებ როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც შეძლო ერთ ოთახში ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის - სამართლიანი არჩევნებისთვის.

მინდა გავახსენო ჩვენ საზოგადოებას, სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით ხოლმე - გადადექი! - ეს იყო ერთი მარტივი სიტყვა, რითიც მივმართავდით ხელისუფლებას. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ - არა "გადადექი", არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება.

დანარჩენზე კომენტარიც არ ღირს, დაწყებული დეპუტატების ამბოხიდან, გაგრძელებული, მე ვიტყოდი ჩვენი ინტელექტისთვის შეურაცხმყოფელი სპექტაკლებით, რომ ახლა ამ სრულად მაჟორიტარულზე ხომ არ გვემუშავა, ესაა, ჩემი აზრით, დროებითი.

ორგანიზებული, კვალიფიციური ოპოზიცია, ძალიან სერიოზულად მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან. აქედან არსებობს მარტო ერთი გამოსავალი, შეურაცხმყოფელი ტყუილი, რომელიც დაიდო პროპორციულზე უარის თქმით, ამ ტყუილსა და შეურაცხყოფაში ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ - ეს, დამიჯერეთ შეიცვლება!

ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და პოლიტიკურ კრიზისს.

კომენტარები