NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
უკრაინა

უკრაინაში ევრომაიდანის დაწყებიდან 6 წლისთავი აღნიშნეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს

პარასკევი, 22 ნოემბერი, 2019 - 18:11
RFE/RL
tbl.ge/47os
დაკოპირდა

21 ნოემბერს ათასობით უკრაინელმა კიევში, ლვოვში, ოდესაში, დნიპროში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში ევრომაიდანის პროდემოკრატიული პროტესტის დაწყების 6 წლისთავის აღსანიშნავად მსვლელობა გამართეს. ღირსების რევოლუციის შედეგად ქვეყნის მაშინდელი პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გააძევეს.

კიევში ცენტრში ათასობით მოქალაქემ დაღუპულთა პატივის მისაგებად ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

მაიდანის წარმატების მიუხედავად, მათ იმედგაცრუება გამოთქვეს, რომ პროტესტის შემდეგ ქვეყანაში კორუფცია კიდევ არ იყო დამარცხებული.

დნიპროს რეგიონალური მთავრობის შენობასთან მოქალაქეები უკრაინის დროშებით მივიდნენ და საკნდირებდნენ - "არა კაპიტულაციას!" მათ ამ ქმედებით ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა გააპროტესტეს.

"6 წლის წინ დღეს, მამაცი უკრაინელები, რომლებსაც უკეთესი, ევროპული მომავლის მიღწევა სურდათ მაიდანზე შეიკრიბნენ და ცვლილებები მოითხოვეს. აშშ უკრაინელებს, რომლებიც ევრომაიდანის მისწრაფებების სრულიად განხორციელებისთვის ყოველდღე მუშაობენ, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს," - უკრაინაში აშშ-ის ელჩი უილიამ ტეილორი.

Tweet

მოქალაქეთა ნაწილმა ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული მოძრაობის მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და კიევში ჩინეთის საელჩოსთან ჰონგ-კონგის არაოფიციალური ჰიმნი გააჟღერეს.

Tweet

გაეროს ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში კიევში მაიდანის მოედანზე 98 ადამიანი მოკლეს - აქიდან 84 მომიტინგე და 13 სამართალდამცავი.

ევრომაიდნის მოვლენების ქრონოლოგია კი ასეთია (ღირსების რევოლუციის გალერეა იხილეთ ქვევით):

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერებაზე, რასაც კიევის მთავარ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

იმავე საღამოს მაიდანზე 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამავე დღეს კიევის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 2014 წლის 7 იანვრამდე საჯარო ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.

აკრძალვის მიუხედავად მაიდანზე ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა. სოციალურ მედიაში გაჩნდა ჰეშთეგი #ევრომაიდანი.

პოლიციასთან პირველი დაპირისპირება პროტესტის დაწყებიდან მეორე დღესვე მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა კარვების გაშლა სცადეს.

23 ნოემბერს პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს იმ მიზეზით, რომ მაიდანზე საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაედგათ. შემდგომში ნაძვის ხეს ევრომადინის მოვლენების სიმბოლოდ იქცა.

24 ნოემბერს კიევში მომიტინგეთა რაოდენობამ 100,000-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგებზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ თავი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ გაეიგივებინათ და შესაბამისად არ იყენებდნენ პოლიტიკური პარტიების სიმბოლოებს.

28-29 ნოემბერს გაიმართა ვილნიუსის სამიტი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. სამიტამდე მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა სამიტის დასრულებისთანავე, 30 ნოემბერს გაიცა ბრძანება დაერბიათ მაიდანზე დარჩენილი მომიტინგეები. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ მოედანის საახალწლოდ მოწყობა იყო აუცილებლი.

პირველ დეკემბერს მაიდანზე უკვე 500,000-დან ერთ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, რაც რევოლუციის და იანუკოვიჩის მთავრობის დასასრულის დასაწყისად იქცა.

უკრაინაღირსების რევოლუციაევრომაიდანიკიევილვოვიხარკოვიდნიპრო2014 წელი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 18 მაისი, 2026 - 12:35ერმაკი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
  • ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026 - 12:12ერმაკი გირაოს გადახდის უფლებით დააკავეს
  • სამშაბათი, 12 მაისი, 2026 - 19:27ერმაკისთვის პატიმრობას ან 180 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს მოითხოვენ
  • სამშაბათი, 12 მაისი, 2026 - 12:05ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ანდრიი ერმაკს, კორუფციის საქმეზე ბრალი წარუდგინეს
  • შაბათი, 18 აპრილი, 2026 - 19:33კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა – არის მსხვერპლი, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 22:03

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 21:05

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:50

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა

მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას, მოწყალების თხოვნას აიძულებდა - პირს 8 წელი მიესაჯა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:38

მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას, მოწყალების თხოვნას აიძულებდა - პირს 8 წელი მიესაჯა

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტ ლიდერად კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ინიშნება
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:19

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტ ლიდერად კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ინიშნება

ყველაზე კითხვადი

მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
1მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
4სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
5ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში