საპროტესტო აქცია პარლამენტთან

Reuters: თბილისში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა

Reuters

ბრიტანული საერთაშორისო გამოცემა Reuters წერს, რომ თბილისში ვადმდელი არჩევნების მოთხოვნით ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

გამოცემის მიხედვით თბილისის ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 20,000-მდე ადამიანი გამოვიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაგეგმილი საარჩევნო რეფორმა ჩააგდო.

"საარჩევნო კანონის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას 12 ხმა დააკლდა, რადგან მმართველი ქართული ოცნების პარლამენტარები, რომლებიც შიშობდნენ, რომ საკუთარ სკამებს დაკარგავდნენ, ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს." წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელები ბოქლომებით ჩაკეტეს, კარვები გაშალეს და გამოფინეს პლაკატები წარწერით "ერთად ერთის წინააღმდეგ".

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მათი ინფორმაციით, რუსთაველზე აქციაზე 5 500-მდე ადამიანი გამოვიდა.

პარლამენტთან აქცია დღეს 15:00 საათზე დაიწყო. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. 

აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

კომენტარები