საპროტესტო აქცია პარლამენტთან

რუსუდან გოცირიძე და გოგი ხოჭოლავა პოლიციამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა

რუსუდან გოცირიძე
თეორემა/ტაბულა

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე და აქტივისტი გოგი ხოჭოლავა, რომლებიც ტვ პირველის გადაცემაში სტუმრად იყვნენ მიწვეულნი, პოლიციამ 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა. მათი თქმით, გადაადგილების საშვი, რომელიც თან ჰქონდათ, სამართალდამცავებმა არ ცნეს.

"გვაქვს ტვ პირველის საშვი, სტუმრად მოწვევის საშვი, რომელიც არ ცნეს და დაგვიწერეს 2000 ლარიანი ჯარიმა მე და ქალბატონ რუსუდანს". – ამბობს ხოჭოლავა.

პოლიციამ დღეს ენმ-ს ლიდერი, ხატია დეკანოიძე და მასთან ერთად მყოფი პირებიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის მუხლით 2000 ლარით დააჯარიმა.

კომენტარები