გია ნოდია

ნოდია ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე: ბიძინასთვის ბოლოს გაქცეული ხალხი სერიოზული დანაკარგია

ჩუგოშვილის ხულორდავას და სხვების წასვლა უმრავლესობიდან სულაც არ არის უმნიშვნელო ამბავი. მე პირადად მილაპარაკია დასავლეთში პატივსაცემ და ჭკვიან ადამიანებთან, ვისაც მათთან ლაპარაკის საფუძველზე დაუსკვნია, რომ ჯამში, "ქართული ოცნება" მაინც შედარებით დემოკრატიული ძალაა (ახლა, მთლად სრულყოფილი ამ რეგიონში ვერ იქნება, დასავლეთშიც პრობლემები აქვს დემოკრატიას და ა. შ.) ზუსტად ასევე, მანამდე ბევრი უსუფაშვილთან, ხიდაშელთან, ალასანიასთან ურთიერთობის საფუძველზე მსჯელობდა "ოცნებაზე"

მათი ლოგიკა იყო: ეს ხალხი ჩვენნაირად ლაპარაკობს და ჩვენნაირი ღირებულებები აქვთ, ისინი მაღალ თანამდებობებზე არიან საქართველოს ხელისუფლებაში, ესე იგი, იქ მთლად ცუდად არ იქნება საქმე. ალბათ, აჭარბებენ ეს ბოკერია, კანდელაკი და ა.შ.

ცხადია, ასეთი მსჯელობა ძალზე ზედაპირულია, მაგრამ ქართული რეალობის სიღრმეებში ჩასვლას ყველას ვერ მოსთხოვ.

ასე რომ, თუ ბიძინას კიდევ უღირს დასავლეთში პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება, ბოლოს გაქცეული ხალხი მისთვის სერიოზული დანაკარგია. რა თქმა უნდა, შეიძლება დასავლეთის აზრი აღარ უღირდეს.

პოლიტიკის მეცნიერი გია ნოდია თავის Facebook გვერდზე წერს. პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნების უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.

კომენტარები