NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი: ყველაზე დიდი გამოწვევა ერთმანეთის განსხვავებულობის მიღებაა (PHOTOS)

ოთხშაბათი, 6 ნოემბერი, 2019 - 12:00
tbl.ge/45nb
დაკოპირდა
harpersbazaar
harpersbazaar
harpersbazaar
harpersbazaar
harpersbazaar
harpersbazaar
harpersbazaar

ანჯელინა ჯოლიმ გამოცემასთან Harper's Bazaar გაისაუბრა. მსახიობი ბევრ თემას შეეხო. ჟურნალისთვის გადაღებული ფოტოსესიაც შთამბეჭდავი გამოვიდა. ფოტოებზე ჯოლი კვლავ ის თავისუფალი და მეამბოხე, გახსნილი ადამიანია, რომელსაც მსოფლიო ადრეც იცნობდა. 

"ჩემმა სხეულმა ბევრი რამ გამოიარა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და მე უამრავი ხილული და უხილავი ნაიარევის ჩვენება შემიძლია. უხილავებთან გამკლავება უფრო რთულია. ცხოვრება ბევრჯერ შეიძლება, შემოტრიალდეს. ზოგჯერ ხედავ, რომ ისინი ვინც ძალიან გიყვარს იტანჯებიან და შენც არ შეგიძლია, რომ ისეთივე თავისუფალი იყო, როგორც შენს სულს სურს. ჩემი სხეული არც განახლებულია და არც ისეთივე, როგორიც ადრე იყო, თუმცა ვგრძნობ, ჩემში სისხლი როგორ ჩქეფს"

ჯოლიმ ქალთა უფლებებზე და მსოფლიო პრობლემებზეც ისაუბრა. როდესაც მას ჰკითხეს, 2020 წლისთვის რას გეგმავს და მკითხველებს რა რჩევას მისცემდა, მსახიობმა უპასუხა, რომ ურჩევს ყველა ქალს  თავისუფლება შეიგრძნოს და არავის მისცეს საკუთარი თავის დაჩაგრვის უფლება. მსახიობი შეძრწუნებულია იმ ფაქტით, რომ მის მიერ წაკითხული წიგნის "No Visible Bruises" მიხედვით 2000-იდან 2006 წლის ჩათვლით, უფრო მეტი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი გარდაიცვალა, ვიდრე ომში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცი.  ამიტომაც მისი აზრით ქალებმა მსოფლიოს თავიანთი ხმა უნდა გააგონონ. საუბარში ჯოლი ლტოლვილების პრობლემასაც შეეხო. 

"მსოფლიოში 70 000 იძულებით გადასახლებული პირია, მათ შორის 26 000 ლტოლვილი და არა, "მსოფლიო ასე მოწყობილი" არ უნდა იყოს! ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე, მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოებზე ზრუნვა ვერ იქნება, ყველანი ერთ მთელს წარმოვადგენთ. ბრძოლის დრო მოვიდა, და ამ ცხოვრებაში თავისუფლებისთვისა და უფლებებისთვის ბრძოლაა ყველაზე მთავარი! და თუკი ჩვენი თავისუფლება უკვე დაცულია, მაშინ სხვევის თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მეამბოხეები რომ არ არსებობდნენ, მსოფლიოში არაფერი შეიცვლებოდა!"

დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევებზე, მსახიობმა აღნიშნა:

"ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევა ერთმანეთის განსხვავებულობის მიღებაა. ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ და ავყვეთ მათ, ვინც ჩვენს გახლეჩას და ერთმანეთის შიშს გვაიძულებს. ღირებულებები შეიცვალა. ბევრ ქვეყანაში, ხელისუფლება აღარ ცდილობს იმ ღირებულებების დაცვას, რომლებისთვისაც წინა თაობა იბრძოდა. და როდესაც, ხელისუფლება უკან იხევს, ადამიანებმა უნდა წარმართონ სწორი პროცესები"

ანჯელინა ჯოლიღირებულებებიფოტოსესიაფოტოებიინტერვიუქალთა უფლებებილტოლვილებიუფლებებითავისუფლება

ამავე თემაზე

  • კვირა, 18 დეკემბერი, 2022 - 11:42ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს
  • სამშაბათი, 7 სექტემბერი, 2021 - 18:59ვაინშტაინი ჯოლის ბრალდებას უარყოფს: წიგნის გასაყიდად მოგონილი სიცრუეა
  • ორშაბათი, 6 სექტემბერი, 2021 - 14:09ჯოლი: ვაინშტაინმა ჩემზე იძალადა, მიუხედავად ამისა, პიტი მასთან მაინც თანამშრომლობდა
  • პარასკევი, 11 სექტემბერი, 2020 - 11:37ანჯელინა ჯოლიმ ლიმონათის გამყიდველ ბავშვებს ფინანსური დახმარება გაუწია
  • ორშაბათი, 22 ივნისი, 2020 - 17:34ანჯელინა ჯოლი: ბრედ პიტთან გაშორების მიზეზი ოჯახის კეთილდღეობა იყო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕