ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს

ანჯელინა ჯოლი

21-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ჰოლივუდის მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს. ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"მე გავაგრძელებ ყველაფერს, რასაც შევძლებ მომდევნო წლებში, რათა მხარი დავუჭირო ლტოლვილებს და სხვა იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს".- თქვა ჯოლიმ განცხადებაში და დასძინა, რომ ის გრძნობს, რომ დროა "სხვაგვარად იმუშაოს" ლტოლვილებთან მჭიდრო ურთიერთობითა და ადგილობრივი ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 

ანჯელინა ჯოლი გაეროში 2001 წლიდან მუშაობს. კეთილი ნების ელჩად 2012 წელს დაინიშნა. გაეროს განცხადებით, მსახიობმა "60-ზე მეტ საველე მისიაში მიიღო მონაწილეობა, აღწერა ისტორიები და ბევრ ადამიანსაც ჩაუსახა იმედი".

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ ჯოლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, ესმის მსახიობის სურვილი ცვლილებებისკენ და მომავალი თანამშრომლობის იმედი აქვს. 

კომენტარები