წმიდა სინოდი

ინაშვილი: ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს

მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, პეტრედ, რომელიც ნამდვილად აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, მისი აზროვნებიდან, ლექსიკიდან გამომდინარე და დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში, ესენი ხალხისგან ეკლესია უნდა განიწმინდოს...

...ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს... და ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი პეტრესადმი და სხვა იმ აგენტებისადმი, ვინც ჩანერგა სააკაშვილი-ბოკერიამ ეკლესიაში

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი რუსთავი ორის ეთერში, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებებზე. ყოფილმა მღვდელმთავარმა თქვა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა და წმიდა სინოდმა ამის გამო განაყენა.

კომენტარები