მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე: ეკლესიაში პიდარასტული ცოდვის მხილების გამო, განმაყენეს მღვდელმთავრობიდან

allnews.ge

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, რომ მღვდელმთავრობიდან განაყენეს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ეკლესიაში "პიდარასტული ცოდვის მხილებაა".

"დღეს წმიდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ​​მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტული ცოდვის და მამათმავლობის მხილება", - თქვა მიტროპოლიტმა.

ჟურნალისტების კითხვას, კონკრეტულად ვინ ამხილა მან, მეუპე პეტრე პასუხობს, რომ ამხილა ილია მეორე.

"სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის", - თქვა მან და საპატრიარქოს ტერიტორია დატოვა.

კომენტარები