მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე: ახალგაზრდა ჭაბუკების გამხრწნელობა - ეს არის პედარასტია

მთავარი

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა "პედარასტიაში", რომლითაც პატრიარქი მოიხსენია, "ჭაბუკების გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.   

"ახალგაზრდა ჭაბუკების გამხრწნელობა - ეს არის პედარასტია, საეკლესიო ტერმინი. სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ, ეს არის ტერმინი, როგორც არის მოხსენიებული. სხვა როგორ უნდა ვუთხრა სიმართლე... რაც არის ამ ტერმინის შინაარსობრივი მნიშვნელობა. თუ ვინმე ბრკოლდება [გამოთქმის ფორმის გამო], მე ვითხოვ შენდობას და პატიებას, არ მოვერიდები ამას, მაგრამ მე ვარქმევ სახელს, როგორც არის სინამდვილეში"- ამბობს მეუფე პეტრე მთავარის ეთერში. 

მეუფე პეტრე ცაავა დღეს წმინდა სინოდმა განაყენა. თავად პეტრე ცაავამ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, "პიდარასტიასა და მამათმავლობის" ცოდვითაა შეპყრობილი.

"ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი", - თქვა მან.  

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი გადაწყდეს". 

კომენტარები