ბრექსითი

ტუსკი: ევროკავშირი შეთანხმდა ბრექსითის 31 იანვრამდე, მოქნილი პირობებით გადავადებაზე

დონალდ ტუსკი
Reuters

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ დიდ ბრიტანეთს ბრექსითის ვადას 2020 წლის 31 იანვრამდე მოქნილი შეთანხმებით გაუხანგრძლივბენ:

"EU27 შეთანხმდა, რომ მიიღოს დიდი ბრიტანეთის მოთხოვნა 2020 წლის 31 იანვრამდე ბრექსითის მოქნილი გადავადების თაობაზე. გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ფორმალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება." წერს ის.

გადავადების მოქნილი პირობები დიდ ბრიტანეთს საშუალებას უტოვებს ევროკავშირი ბრექსითის ბოლო ვადამდე დატოვოს, თუ ბრექსითის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროკავშირს შეთანხმების გარეშე არ დატოვებს, თუ პარლამენტი მის დამტკიცებას ვერ მოახერხებს.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს გადავადება არ სურდა, თუმცა იძულებული გახდა ევროკავშირისთვის ეს მაინც ეთხოვა, რადგან პარლამენტმა მისი გეგმის დაჩქარებულ ვადაში განხილვაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ჯონსონი დაიმუქრა, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა, თუმცა ამისათვის ჯერ-ჯერობით საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.

კომენტარები