microsoft

Microsoft-ში ორი ქართველი, ანნა გოროზია და ანანო ბოდოკია იმუშავებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებულები, ანნა გოროზია და ანანო ბოდოკია, კარიერას Microsoft-ში გააგრძელებენ.  

ანნა გოროზია Media Delivery Network-ის ჯგუფში იმუშავებს. ჯგუფი მედია ფაილების (ვიდეო, აუდიო, ფოტო) Skype-ში, Microsoft Teams-ში, Office365-სა და Microsoft-ის სხვა პროდუქტებში ეფექტურ, სწრაფ და ხარისხიან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.   

ანანო ბოდოკია კი გიგანტ კომპანიაში DevOps მიმართულებით იმუშავებს. ის გუნდთან ერთად შექმნის არხებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის, რათა მათ ავტომატურად და ეფექტურად შეძლონ კოდის დაკომპილირება, გატესტვა და პროდაქშენ ვერსიისთვის გამზადება.

„მაიკროსოფტში“ გადასვლამდე, ანნა გოროზია და ანანო ბოდოკია ყავის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „მეამაში“ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინჟინერად მუშაობდნენ. 

მანამდე, Microsoft-ში სამუშაოდ სოფო შინჯიკაშვილი მიიწვიეს. ის პირველი ქართველია, რომელიც ევროპის Microsoft-ის თანამშრომელი გახდა.

კომენტარები