microsoft

Microsoft-მა ჟურნალისტები გაათავისუფლა, რათა მათი საქმე ხელოვნურმა ინტელექტმა შეასრულოს

კომპანია Microsoft-მა Microsoft-ს სიახლეებისა და MSN ორგანიზაციებიდან ათეულობით ჟურნალისტი გაათავისუფლა.

Microsoft-ს სურს, რომ თავის სიახლეების ვებგვერდებზე, მაგალითად, MSN.com-ზე ჟურნალისტების ნაცვლად სიახლეები ხელოვნურმა ინტელექტმა შეარჩიოს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება.

"ყველა კომპანიის მსგავსად, ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ ჩვენს ბიზნესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაზრდილი ინვესტიცია ზოგ ადგილებში და დროდადრო, ხელახლა განლაგება სხვაგან," - განაცხადა კომპანიის სპიკერმა.

ამერიკული მედია წერს, რომ ამჟამად, აშშ-ში 50 თანამშრომელი გაათავისუფლეს, ბრიტანეთში 27.

Microsoft-მა MSN 1995 წელს შექმნა, Microsoft-ის სიახლეები 2018 წელს. მაშინ, კომპანიამ განაცხადა, რომ მსოფლიოში 50 ლოკაციიდან 800-ზე მეტი რედაქტორი მუშაობდა მათთვის. 

კომპანია Microsoft-ის სიახლეების ვებგვერდებზე რედაქტორები სხვადასხვა წყაროებიდან ტოპ სიახლეების შესარჩევად სჭირდებოდა. ახლა მათ საქმეს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს.

კომენტარები