პოლიტიკური დევნა

ბესელია: პოლიტიკური დევნის გამორიცხვის პირობებში, ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილზე

ტაბულა

"წინასწარი ინდულგენციის მიცემა, რომ რაც უნდა ჩაიდინოთ ყველაფერი გეპატიებათ, არ მიმაჩნია, სწორად," - დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ოპონენტების შესაძლო სამართლებრივ პასუხიმგებლობის საკითხზე საუბრობს. ბესელია ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა უნდა გამოირიცხოს. 

"სწორია და სამართლიანია, იმის თქმა, რომ ყველას სამართლიანად და კანონის მიხედვით მოუწევს პასუხიმგებლობის აღება. ასევე სწორად მიმაჩნია იმის თქმა, რომ მოდით ჯერ შევქმნათ მყარი და ნეიტრალური მთავარი სამართლებრივი ინსტიტუტები, რომელმაც უნდა გამორიცხო პოლიტიკური დევნა, ანუ, პოლიტიკური დევნის გამორიცხვის პირობებში, ყველამ სამართლიანად აგოს პასუხი იმაზე, რაც მას ჩადენილი აქვს," - ამბობს ბესელია. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამ თემასთან დაკავშირებით 13 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარის ეთერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. "მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. მან ასევე განმარტა, რომ "დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება."

კომენტარები