პაკისტანი

პაკისტანში მიწისძვრას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პაკისტანში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მირპურთან ახლოს იყო. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მიწისძვრისგან შუაზე გაყოფილი გზა არის ასახული. მასთან ახლოს მდებარე სახლები კი თითქმის განადგურებულია.  

კომენტარები