პაკისტანი

ისლამაბადში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ისლამაბადის თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქება

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში სასამართლოს შენობასთან თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა მოხდა. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ მოჰსინ ნაქვის ინფორმაციით, დაღუპულია 12 და დაშავებულია სულ მცირე 27 ადამიანი.

მოჰსინ ნაქვიმ აღნიშნა, რომ თვითმკვლელი ტეორისტი რაიონულ სასამართლოზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა შენობაში შესვლა ვერ შეძლო. მისი თქმით, იმ პირების დაკავება, ვინც თავდასხმაში მონაწილეობდა, პრიორიტეტი იქნება. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაგეგმა თავდასხმა.

ნაქვიმ აღნიშნა, რომ დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან. მისივე თქმით, თავდამსხმელის სამიზნე საქალაქო სასამართლო იყო, თუმცა მან შენობაში შესვლა ვერ მოახერხა. აფეთქება პოლიციის მანქანის მახლობლად, თავდამსხმელის დაახლოებით 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ, მოხდა. 

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა თავდასხმაში "ინდოეთის მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფები" დაადანაშაულა. დელის ბრალდებისთვის ჯერ არ უპასუხია.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 12 საათსა და 39 წუთზე მოხდა. ამ დროისთვის აფეთქების მიზეზთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

კომენტარები