ადგილობრივი უწყებების ცნობით, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, შიიტურ მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა, სულ მცირე, 12 ადამიანი მოკლა.
ტერორისტმა თავი 6 თებერვალს მეჩეთის შესასვლელთან აიფეთქა. შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
"ამ მომენტში ვერ ვიტყვი ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ დიახ, არიან გარდაცვლილები" - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
შიიტები, რომლებიც 241-მილიონიან, ძირითადად სუნიტურ მუსლიმურ ქვეყანაში უმცირესობას წარმოადგენენ, წარსულშიც არაერთხელ გამხდარან სექტანტური ძალადობის სამიზნე, მათ შორის სუნიტი ისლამისტური შეიარაღებული ჯგუფის - პაკისტანის თალიბანის მოძრაობის (Tehreek-e-Taliban Pakistan) მხრიდან, რომელიც მათ ერეტიკოსებად მიიჩნევს.





