ტურიზმი

იანვარ-აგვისტოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 6.7%-ით გაიზარდა

georgicatravel.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6 320 516-ს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი შარშანდელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა 3 451 272-მდე.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან.

საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა კვლავ მზარდია ევროკავშირის ქვეყნებიდან.

წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საერთაშორისო მოგზაურობებიდან მიღებული შემოსავალი 1.8 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა. წინა წელთან შედარებით ეს 38 მილიონით, ანუ 2.1%-ით მეტია.

კომენტარები