მეორე მსოფლიო ომი

ფრანკფურტში II მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო 60,000 ადამიანის ევაკუაცია მოხდება

Boris Roessler/AFP/Getty Images

სამშენებლო სამუშაოების დროს ფრანკფურტის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. პოლიციის განცხადებით განაღმვის სამუშაოების დაწყებამდე უსაფრთხოების ზომების მიღებაა აუცილებელი, რის გამოც კვირას 60,000 მოსახლის ევაკუაცია განხორციელდება. ამჟამად ტერიტორიას პოლიცია იცავს.

1,4 ტონიანი ბრიტანულ ბომბს ომის პერიოდში „ბლოკბასტერი“ შეარქვეს, რადგან მას მთელი ქუჩის და შენობების განადგურება შეუძლია.

ეს გერმანიაში მეორე მსოფიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციის პირველი შემთხვევა არაა. მაისში ჰანოვერში მსგავსი მიზეზით 50,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები