დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში პარლამენტის მუშაობის შეწყვეტას პროტესტი მოჰყვა

AFP

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას პარლამენტის მუშაობის შეჩერების თაობაზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა დააკმაყოფილა, პროტესტი მოჰყვა.

ქვეყნის პარლამენტის ცნობით, მუშაობის 5-კვირიან შეჩერებას, სექტემბერსა და ოქტომბერში ბრექსიტის განხილვას ხელს არ შეუშლის.

აღნიშნულ საკითხზე, ინტერნეტში შექმნილ პეტიციას მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ისინი გადაწყვეტილების ხელახლა გადახედვას ითხოვენ.

გუშინ, 28 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ქვეყნის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თხოვნა პარლამენტის მუშაობის შეჩერების თაობაზე დააკმაყოფილა.

დედოფლის სიტყვა, რომლის შემდეგაც პარლამენტის ახალი სესია იწყება 14 ოქტომბერს ჩაინიშნა. დედოფალი ამ თარიღს დათანხმდა. შედეგად პარლამენტი მუშაობას 3 სექტემბერის ნაცვლად 14 ოქტომბერს განაახლებს. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 31 ოქტომბერია განსაზღვრული, რაც კანონმდებლებს საკითხის განსახილველად მხოლოდ 2 კვირას უტოვებს.

წაიკითხეთ სრულად აქ.

კომენტარები