კრიმინალი

აფთიაქის, კვების ობიექტის, ტურისტულის და მანქანის გაქურდვისთვის 3 არასრულწლოვანი დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ჯი პი სი"-ს აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი "ბავარიული გრილი", ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია "time 2 travel"-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი "ბე-ემ-ვე"- ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს.

"სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები