ქობულეთი

ქობულეთში მამაკაცი ზღვაში შესული ძაღლის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დაიხრჩო

on.ge

ქობულეთში შუახნის მამაკაცი 3 ბალიანი შტორმისას ზღვაში შევიდა და დაიხრჩო.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი შტორმისას ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გარდაცვლილი 52 წლის ადგილობრივი მამაკაცია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყავნას გულისხმობს.

კომენტარები