NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

მოსკოვში აქციისთვის ემზადებიან [გალერეა]

შაბათი, 3 აგვისტო, 2019 - 14:32
Dozhd
tbl.ge/3wwy
დაკოპირდა
Dozhd
Sarah Rainsford
Dozhd
Twitter
Twitter

3 აგვისტოს 14:00 საათზე მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით აქციის გამართვა არის დაგეგმილი. ამჟამად ადგილზე პოლიციელების და რუსეთის გვარდიის სხვადასხვა ჯგუფის მობილიზება მიმდინარეობს. ადგილზე დაკავებული მონაწილეებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ავტობუსიც არის. პოლიციელების ნაწილი აქციის მონაწილეებისთვის გზის ჩასაკეტად ემზადება.

Tweet

Twitter-ის მომხმარებლები წერენ, რომ აქციის დაწყებამდე 1 საათით ადრე პოლიცია გამვლელებს უკვე ჩხრეკს. მედიის Mesiazona ჟურნალისტის თქმით, შეკრების ადგილას ახლადმისულს პოლიციამ დოკუმენტზე ხელის მოწერა მოთხოვა, სადაც წერია, რომ არაავტორიზებულ აქციაში მონაწილეობის მიღებაზე პოლიციამ გააფრთხილა.

აქციის Facebook Event-ზე ვხედავთ, რომ 20 000-ზე მეტი ადამიანი მიდის ან დაინტერესებულია. 

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

ლიუბოვ სობოლმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ 3 აგვისტოს მშვიდობიან მსვლელობას შეუერთდნენ. მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციაზე ნებართვას არ გასცემენ.

აქცია რუსეთშიმოსკოვიდაუშვირუსეთი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
  • სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:18"არ მიხარია" – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს
  • ორშაბათი, 6 ივლისი, 2026 - 22:43"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:032007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი პუტინის პარტიის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა
  • სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 11:39რუსეთში დააკავეს ვეტერანი, რომელიც კრიტიკულ მიმართვებს წერდა და ამბოხებით იმუქრებოდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:18

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕