უბედური შემთხვევა

ჩაქვში მატარებელი ტურისტს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

flickr.com

ჩაქვში მატარებელი ტურისტს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი 1979 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები