NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

მოსკოვში აქციაზე სულ 1074 ადამიანი დააკავეს - რა მოხდა, მოკლედ [ფოტოგალერეა]

კვირა, 28 ივლისი, 2019 - 00:43
ევგენი ფელდმანი / მედუზა
tbl.ge/3w94
დაკოპირდა
ევგენი ფელდმანი / მედუზა
ევგენი ფელდმანი / მედუზა
ევგენი ფელდმანი / მედუზა
ევგენი ფელდმანი / მედუზა
ევგენი ფელდმანი / მედუზა
ევგენი ფელდმანი / მედუზა
ევგენი ფელდმანი / მედუზა
ევგენი ფელდმანი / მედუზა
ევგენი ფელდმანი / მედუზა
Martin_Camera / Twitter.com
Martin_Camera / Twitter.com

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვში 27 ივლისს გამართული აქციების დროს ჯამში 1074 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. პოლიციელები შევარდნენ იმ ტელევიზიების სტუდიებში, საიდანაც აქციის ტრანსლაცია ხდებოდა. სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ.  

აქციაზე მომიტინგეები კვლავ სამართლიან არჩევნებსა და ოპოზიციური კანდიდატებისთვის დარეგისტრირების უფლების მინიჭებას ითხოვდნენ.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან წინასწარ შეუთანხმებელი აქცია, რომელიც მოსკოვის მერიის შენობის წინ იყო დაგეგმილი, მალევე გადაიზარდა მიმდებარე ქუჩებზე აქციად. 

ნიღბიანი პოლიციელები ჩხრეკის მიზნით Навальный Live-ის სტუდიაში შევიდნენ, საიდანაც აქციის პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა და ის შეწყვიტეს. დაკავებულია ვლადიმერ მილოვი, რომელსაც გადაცემა მიჰყავდა და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი. პოლიციელები ასევე შეიჭრნენ დამოუკიდებელ ტელევიზია Дождь-შიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აშუქებდა აქციას. არხის მთავარი რედაქტორი ალექსანდრ პერეპელოვი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით გადაიყვანეს (აქციებზე ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით დაიწყო გამოძიება). ტელეკომპანიის ვებგვერდის სერვერზე კი კიბერშეტევა მოხდა. 

დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქეებმა ტრუბნაიას მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ასევე გაემართნენ 27 ივლისის დილით დაკავებული პოლიტიკოსებიც, რომლებიც საღამოს ჯარიმის გადახდის შედეგად გაათავისუფლეს - ილია იაშინი, დმიტრი გუდკოვი, ლიუბოვ სობოლი, იულია გალიამინა და ივან ჟდანოვი. 

პოლიციელები ხალხს მოედანთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ და მათი დიდი ნაწილი აქაც დააკავეს. რუსი ჟურნალისტები ყვებიან, თუ როგორ უხეშად ექცეოდნენ მათ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები: ისინი იყვნენ კამერებითა და მობილურებით და ჟურნალისტებს ხელებიდან ართმევდნენ ტექნიკას და აყენებდნენ ტკივილს. 

შემდეგი მიტინგი მოსკოვში 3 აგვისტოს, მომდევნო შაბათს დაიგეგმა. 

ფართომასშტაბიანი აქციების ციკლი მოსკოვში 14 ივლისს დაიწყო, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით გამოძიება დაიწყო. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოწმედ დამოუკიდებელი ტელევიზიის "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ალექსანდრ პერეპელოვი დაკითხეს. 

რუსეთიმოსკოვიაქცია რუსეთშიაქცია მოსკოვშიაქცია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მოსკოვში

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 22:03რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
  • ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026 - 13:08პეტერბურგში დააკავეს ილია ტრაბერი – ბიზნესმენი, რომელსაც პუტინის მეგობარს უწოდებდნენ
  • პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 16:19რუსეთი ამბობს, რომ აშშ ტაილანდში რუსებზე "ნადირობს"
  • ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026 - 00:15დაღესტანში "გაზპრომის" გაზსადენის მონაკვეთი აფეთქდა, გაჩნდა დიდი ხანძარი
  • სამშაბათი, 9 ივნისი, 2026 - 11:07მედია: რუსეთში დეველოპერებისთვის სამთავრობო VPN პროგრამის შექმნას განიხილავენ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:58

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება

"სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:37

"სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან

საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:05

საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო

"ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 16:59

"ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს

შიდა ქართლის პოლიციის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა, ბზიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 15:54

შიდა ქართლის პოლიციის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა, ბზიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში