ბიზნესი

Nike-ის უიშვიათესი სარბენი ფეხსაცმელი სოთბის აუქციონზე 437 ათას დოლარად გაიყიდა

Getty Images

გუშინ, 24 ივლისს, ლონდონში ჩატარებული სოთბის აუქციონზე, უიშვიათესი Nike Moon shoe გაიყიდა. ლოტის საწყისი ფასი 160 ათასი დოლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად, ფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა.

საბოლოოდ, ფეხსაცმელი 437 ათას დოლარად გაიყადა, რისი შედეგადაც, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი გახდა. უიშვიათესი ფეხსაცმლის ახალი მფლობელი კერძო კოლექციონერი, მაილს ნადალია.

მოდელი moon shoe-ს 1970-იან წლებში, ნაიკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბილ ბაუერმანმა საკუთარი ხელით შეკერა. ფეხსაცმელი 1972 წლის მიუნხენის საზფულის ოლიმპიადაზე მოასპარაზე ამერიკელ მძლეოსნებს ეცვათ. სულ ამ კონკრეტული მოდელში 12 წყვილი იქნა გამოშვებული.

ფეხსაცმელ უნიკალურია, იმით რო ის, ძირითადად, ხელით არის შეკერილი და აქვს უნიკალური ძირი, რომელიც ბაურმანმა ვაფლის დასამზადებელი ელექტრო მოწყობილობის მეშვეობით დაამუშავა. 

აქამდე აუქციონზე გაყიდული ფეხსაცმელების აბსოლიტური რეკორდი 2015 წელს დაფიქსირდა. მაშინ მაიკლ ჯორდანის ყოფილი Converse-ის კეტები SCP-ის აუქციონზე 190 ათას დოლარად გაიყიდა.

 

კომენტარები