ბიზნესი

კობახიძე: ხშირად არის შემთხვევები, როცა ბიზნესი გარკვეულ კანონპროექტს ლობირებს

"ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესს სჭირდება ხელისუფლების მხარდაჭერა და, შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს პირდაპირი, მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ბიზნესსა და პოლიტიკოსებს შორის. არის ხოლმე ძალიან ხშირად შემთხვევები, როდესაც ბიზნესი ლობირებს, ობიექტურად ლობირებს, გარკვეულ კანონპროექტს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ხელშეწყობა. მარტივი რაღაცაა, და ამ დროს იმართება შეხვედრა, ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება."

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კომენტარები