ბიზნესი

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, Apple-ის მოგება გაორმაგდა

iPhone-ების გაყიდვების მკვეთრმა ზრდამ, განსაკუთრებით ჩინეთში, 2021 წლის პირველ კვარტალში ეფლის წმინდა მოგების გაორმაგება განაპირობა. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის განცხადებით, შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

"ლოქდაუნებისა" და სხვა სოციალური შეზღუდვების ფონზე, ტექნიკის, განსაკუთრებით კი ტელეფონების, პლანშეტებისა და ლეპტოპების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. ეფლის შემთხვევაში, მომხმარებლები აქტიურად ყიდულობდნენ როგორც 5G კავშირის მქონე ახალ აიფონებს, ასევე მაკბუქებსა და აიპადებს

კომპანიის გაყიდვები ყველაზე მეტად – თითქმის ორჯერ – ჩინეთში გაიზარდა და $90 მილიარდი დოლარის ნიშნულს მიაღწია. ორჯერაა გაზრდილი წმინდა მოგებაც – 2021 წლის პირველ კვარტალში ეფლმა $23.6 მილიარდი დოლარის მოგება გამოიმუშავა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $11.3.

"წარმატებული შედეგები მიანიშნებს როგორც ჩვენი პროდუქტების სანდოობასა და უნარზე, დახმარებოდნენ ჩვენს მომხმარებელს ამ რთულ პერიოდში, ასევე იმაზეც, რომ საზოგადოებაში მომავლის მიმართ პოზიტიური განწყობები არსებობს". – განაცხადა ტიმ კუკმა.

კომენტარები