ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
მისივე თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მისი თბილისში ტრასპორტირება შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბიჭის დას, 6 წლის გოგო მკურნალობას თბილისში აგრძელებს.
13 ივლისის საღამოს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინი ვენი შეეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე - საავადმყოფოში გადაყვანისას. 5 წლის ბიჭი ავარიის მე-3 მსხვერპლია.
შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





