ტურიზმი

წლის პირველ კვარტალში ქართველმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ $135 მილიონი დახარჯეს

ახალი წელი რომში

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტ რეფორმეტრის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ 135 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს.

აქედან, 33% საკვებსა და სასმელში დაიხარჯა, 26% შოპინგში, 20.5% განთავსების საშუალებებში, 20.5% სხვა დანახარჯებში.

რეფორმეტრის ინფორმაციით, უცხოელმა ვიზიტორებმა წლის პირველ კვარტალში საქართველოში 578 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს.

დღესვე, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წლის პირველი ნახევრის წინასწაწრი მონაცემები გამოაქვეყნა საერთაშორისო მოგზაურობებიდან მიღებულ შემოსავლებზე. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა საერთაშორისო მოგზაურობებიდან.

კომენტარები