ჭიდაობა

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები სოჭში რუსებთან ერთად ვარჯიშობენ

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები შეკრებაზე რუსეთში, სოჭში იმყოფებიან.

ჭიდაობის ფედერაციაში ტაბულას უთხრეს, რომ ისინი რუს მოჭიდავეებთან, ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებთან ერთად ვარჯიშობენ.

"რუსეთში იმიტომ წავიდნენ, რომ მათთან ერთად ვარჯიში არის გარანტი, რომ გაცილებით კარგად იქნებიან მომზადებულები. ძალიან ძლიერები არიან ის სპორტსმენები". 

მოჭიდავეები სოჭში 10-დან 14 დღემდე დარჩებიან.

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი ბექა როყვაა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი კი გიორგი იანტბელიძე.

2018 წლის 17 აგვისტოს ფეისბუქზე გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფოტო რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატთან ერთად გადაიღეს.

ჯამბულატ თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია. ხოლო მასთან, რამდენიმე უცხო პირთან ერთად საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე, მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მამუკა არევაძე დგანან.

კომენტარები