ჭიდაობა

საქართველოს 24-ე ლიცენზია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა სოსო ჯაბიძემ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ის 24-ე სპორტსმენია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოთხწლეულის მთავარ სპორტულ თამაშებზე წარადგენს.

ჯაბიძემ ჩინეთის ქალაქ ტაიუანის საერთაშორისო ტურნირზე 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად დამატებითი შეხვედრის გამართვა მოუხდა – ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი ბალაშ კიში დაამარცხა.

ჯერჯერობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 წონითი კატეგორიიდან მხოლოდ სამში – 66, 74, 96 – მოიპოვა ლონდონი 2012-ის ლიცენზია.

ჯაბიძემდე XXX ოლიმპიური თამაშების საგზური ამ სპორტსმენებმა მოიპოვეს:

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა); ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა); მერაბ თურქაძე (კრივი); გია მაჭავარიანი, რაულ ცირეკიძე, ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა); მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი, სოსო ჯაბიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); დავით მოძმანაშვილი, მალხაზ ზარქუა, დავით მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი, გიორგი გოგშელიძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოთარ თუშიშვილი (ყველა თავისუფალი ჭიდაობა); ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ლომერ ჟორჟოლიანი ან ირაკლი ცირეკიძე, ადამ ოქრუაშვილი ან ზვიად ხანჯალიაშვილი, ამირან პაპინაშვილი ან ბეთქილ შუკვანი (ძიუდო).

 

კომენტარები